Turkish Airlines “Mediterranean Tourism Award”-ის ჯილდო მიიღო
0

Turkish Airlines “Mediterranean Tourism Award”-ის ჯილდო მიიღო

Turkish Airlines-მა ხმელთაშუა ზღვის ტურიზმის ფონდის (MTF) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის Mediterranean Tourism Award მიიღო.

”ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ ჩვენი რეგიონის მდგრადი ტურისტული პოტენციალი, რომლის მნიშვნელოვანი და გამორჩეული ელემენტი ვიყავით მთელი ისტორიის განმავლობაში“ – განაცხადა Turkish Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილალ ეკშმა.

დაჯილდოება MTF 2013 წლიდან ტარდება და მიზანი, რეგიონში მდგრადი ტურიზმის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა.