“Turkish Airlines” სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ავიარეისების რაოდენობას ზრდის
0

“Turkish Airlines” სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ავიარეისების რაოდენობას ზრდის

თურქული ავიაკომპანია “Turkish Airlines”, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ავიარეისების რაოდენობას ზრდის.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 2 იანვრიდან, ფრენების სიხშირე 4-ით – 21-დან 25-მდე გაიზრდება. დაგეგმილი ავიარეისების 18 ფრენა “სტამბოლის აეროპორტიდან” განხორციელდება, ხოლო 7 რეისი “საბიჰა გოქჩენის” აეროპორტიდან.

 

“ახალი რეისები შესრულდება ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. სტამბოლიდან რეისი 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო თბილისიდან 16:15 საათზე“, – ვკითხულობთ Turkish Airlines”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.