თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირების სიხშირეს ზრდის
0

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირების სიხშირეს ზრდის

Turkish Airlines-ი თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის. 2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე ემატება 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში ხუთჯერ.

აღნიშნული განრიგით Turkish Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 მარტი, 2022წ.) გეგმავს ოპერირებას.