დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „Wizz Air”-მა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები განაახლა.
პანდემიის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტში განხორციელებულ ავიარეისს, პოლონეთიდან 133 მგზავრი ჩამოყვა. მგზავრებს, აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პირდაპირი ავიარეისი „ქუთაისი-კრაკოვი/კრაკოვი-ქუთაისი“ კვირაში ორჯერ შესრულდება. ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით გაფრენა, შესაძლებელია ქვეყნის სხვა ქალაქებშიც: ვარშავა, ვროცლავი, გდანსკი და კატოვიცე.
შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები აქ: Wizz Air ბილეთები
*მსგავსი სიახლე: ვენა, ბარსელონა, ბერლინი, აბუ-დაბი – Wizz Air-ის აღდენილი და ახალი მიმართულებები