Wizzair-cheap-flights
0

Wizz Air-ი წლის ავიაკომპანიად დასახელდა

Wizz Air სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია.

ვიზეარი საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე წლის ავიაკომპანიად დასახელდა. ჯილდო Wizz Air-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ მიიღო. გალა ღონისძიება მონრეალში ჩატარდა. ღონისძიება გაიმართა 2023 წლის საჰაერო სატრანსპორტო სიმპოზიუმთან ერთად .

საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოება არის საერთაშორისო ღონისძიება. აქ საავიაციო სექტორის საუკეთესო მოთამაშეებს, დარგში მიღწეული წარმატებისთვის ასახელებენ. ყოველწლიური ჯილდო ენიჭებათ ორგანიზაციებს, კომპანიებს და საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიის ლიდერებს.

„მადლობელი ვარ, რომ ვიღებ წლის საუკეთესო ავიაკომპანიის ჯილდოს Wizz Air-ის მთელი გუნდის სახელით. Wizz Air არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მწვანე ავიაკომპანია მსოფლიოში. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მრავალფეროვან სერვისს ყველაზე დაბალ ფასად. Wizz ქსელის 1000 მარშრუტს ევროპის ქვეყნებში. ასევე ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის 55 ქვეყანაში. ეს მიღწევა არის ჩვენი 8000 თანამშრომლის დაუღალავი ძალისხმევის აღიარება. ფრენა რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – აცხადებს Wizz Air ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, იოზეფ ვარადი.

წყარო avianews.ge

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანიად” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს.

 Wizz air -ის საშულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები ხორციელდება
ქუთაისი – მილანის,
ქუთაისი – ბარსელონას,
ქუთაისი – ბერლინის,
ქუთაისი – ბუქარესტის,
ქუთაისი – ათენის,
ქუთაისი – სალონიკის
ქუთაისი – ვენა
ქუთაისი – ბრუსელი
ქუთისი – ლარნაკა
ქუთაისი – პრაღა
ქუთისი – ტალინი 
ქუთისი – პარიზი
ქუთაისი – ბერლინი
ქუთაისი – დორტმუნდი
ქუთაისი – ფრანკფურტი
ქუთაისი – ჰამბურგი
ქუთაისი – მემინგენი (მიუნჰენი)
ქუთაისი – ბუდაპეშტი
ქუთაისი – მილანი
ქუთაისი – რომი
ქუთაისი – რიგა
ქუთაისი – ვილნიუსი 
ქუთაისი – გდანსკი
ქუთაისი – კატოვიცე
ქუთაისი – კრაკოვი
ქუთაისი – პოზნანი
ქუთაისი – ვარშავა
ქუთაისი – ვროცლავი
ქუთაისი – ბარსელონა
ქუთაისი – მადრიდი
ქუთაისი – აბუ დაბი  
მიმართულებით.

აღსანიშნავია რომ ქალაქთა ჩამონათვალი ხშირად ემატება. რაც შეეხება Wizz air -ის ავიაბილეთების ფასებს, ის მერყეობს და დამოკიდებულია რამდენად ადრე ხდება დაჯავშნა.