საქართველოში ადგილობრივი მხარის მოწვევით, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის“ ტოპ მენეჯმენტი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
დღეს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გამართა. შეხვედრაზე ორ მხარეს შორის საუბარი, სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. აღინიშნა, რომ უნგრული ავიაკომპანია მზაობას გამოთქვამს, ევროპის მიმართულებით ახალი ავიარეისები დაამატოს.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია ვიზეარი საქართველოში, ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებს და ევროპის მიმართულებით დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს ასრულებს.