მოგზაურობის მოყვარულთათვის უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი კარგად არის ნაცნობი.
ვიზეარის თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადიმ, საქართველოს ელჩს – თამუნა ლილუაშვილს უმასპინძლა. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრა ძალიან დადებით ატმოსფეროში შედგა. მხარეებმა რეალური შედეგები განიხილეს.
„კომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალ მიმართულებას ამატებს. ამასთანავე, აქვს ინტერესი საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი. საქართველოსა და კომპანია Wizz Air–ს შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გამოყენებული მასალა: avianews.ge